საგარეო პოლიტიკა

სასამართლომ დონალდ ტრამპს კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა

კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა. ამის შესახებ BBC წერს.

დადგენილებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილების საფუძველი საკონსტიტუციო მუხლია, რომელიც თანამდებობის პირს ამბოხებაში მონაწილეობას უკრძალავს. მოტივი კი კაპიტოლიუმზე 2021 წლის 6 იანვარს განხორციელებული შტურმია, რომლის დროსაც ტრამპის მომხრეებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების გაპროტესტება სცადეს.

სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში 2024 წლის 4 იანვარს შევა. მანამდე პერიოდი კი სააპელაციო განხილვას დაეთმობა. ტრამპის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებმა სასამართლოს გადაწყვეტილებას „არადემოკრატიული“ უწოდეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,767,007 ნახვა