უცხოური მედია

რუსეთი ზამთრის დადგომამდე ფრთოსან რაკეტებს ამარაგებს – ბრიტანული დაზვერვა

რუსეთის ფედერაცია ზამთრის დადგომამდე ფრთოსან რაკეტებს ამარაგებს, რათა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება სცადოს. ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა იუწყება. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

რუსეთმა ამ შეტევებისთვის მზადება უკვე დაიწყო, კერძოდ მან 18-19 ნოემბერს Shahed-ის ტიპის 50-მდე დრონი-კამიკაძე გაუშვა, პირველ რიგში კიევის მიმართულებით. მათი გაშვება კურსკის და კრასნოდარის მხრიდან მოხდა.

„რუსეთის ერთ-ერთი მიზანია უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის შესუსტება, რათა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ზამთრის პერიოდში უფრო ეფექტიანად შეუტიოს“, – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი საჰაერო ბაზირების ფრთოსან რაკეტებს უკვე 2 თვეზე მეტია არ იყენებს და ეს მიუთითებს, რომ ზამთრის წინ რაკეტებს ამარაგებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,847,475 ნახვა