Uncategorized

“ქ-ნ სალომეს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემ შვილებს მამა” – სააკაშვილი

არ მინ­და ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს რა­ი­მე მოვ­თხო­ვო – მას შე­უძ­ლია ერთი ხე­ლის მო­წე­რით და­უბ­რუ­ნოს ჩემს შვი­ლებს მამა და რაც მთა­ვა­რია, სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­ლან­სი აღად­გი­ნოს – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, კლი­ნი­კა „ვი­ვა­მე­დი­დან“ ჩარ­თვი­სას აღ­ნიშ­ნა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს აქ­ტი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად არც გამ­ბე­და­ო­ბა აკ­ლია და დიდი სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რაც აქვს.

“მინ­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მი­ვუ­ლო­ცო, რომ მან ძა­ლი­ან სწო­რი აქ­ცენ­ტე­ბი გა­ა­კე­თა ერთ-ერთი გა­ზე­თის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში. აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი აქ­ცენ­ტე­ბი თქვა რუ­სულ ოლი­გარ­ქი­ა­ზე. ამა­ვე დროს, Le Monde-ი თა­ვის სა­რე­დაქ­ციო სტა­ტი­ა­ში მო­უ­წო­დებ­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა შე­წყა­ლე­ბის უფ­ლე­ბა. ამის­კენ მო­უ­წო­დებ­და მას, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი, რო­მელ­საც ის, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, შეხ­ვდა. არ მინ­და გან­სხვა­ვე­ბით მაკ­რო­ნის­გან, ზე­ლენ­სკის­გან, სხვა ლი­დე­რე­ბის­გან, ვინც ამის­კენ მო­უ­წო­დებს, ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს რა­ი­მე მოვ­თხო­ვო. ის ამ­ბობს, რომ მე ვამ­ბობ, რომ ვარ უკე­თე­სად ფი­ზი­კუ­რად.

მე ვარ უკე­თე­სად სუ­ლი­ე­რად, მე ვარ მხნედ, სა­ბო­ლო­ოდ ვირ­წმუ­ნე, რომ ჩვენს ხალ­ხს აქვს ძალა და ეს ძალა მაძ­ლევს მეტ ძა­ლას. მინ­და ამ ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით მოხ­დეს ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა, ამი­ტომ, რა თქმა უნდა, სუ­ლი­ე­რად უფრო მხნედ ვარ, ფი­ზი­კუ­რად, სამ­წუ­ხა­როდ, ექი­მე­ბი ვერ ადას­ტუ­რე­ბენ, რომ უკე­თე­სად ვარ. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მე არ მაქვს სურ­ვი­ლი უცხო­ეთ­ში გამ­გზავ­რე­ბის, საქ­მე ისაა, რომ ეს არ არის ჩემს სურ­ვილ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩემს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ყოფ­ნა. რა თქმა უნდა, ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს, შე­უძ­ლია ერთი ხე­ლის მო­წე­რით და­უბ­რუ­ნოს ჩემს შვი­ლებს მამა და რაც მთა­ვა­რია, აღად­გი­ნოს სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­ლან­სი. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იქი­დან აწარ­მო­ებს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­სო.

მე და ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე, ორი­ვე, ვსწავ­ლობ­დით კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, არა მგო­ნია, რომ კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მის­თვის ვინ­მეს ეს­წავ­ლე­ბი­ნა, რომ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბის ერთ-ერთი ფორ­მაა გა­ლი­ი­დან სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა. როცა ის ამ­ბობს, რომ კი­დევ ორი სხვა საქ­მეა და მე რა ვქნა… ქალ­ბა­ტო­ნო სა­ლო­მე, თქვენ გაქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­იხ­სნათ ამა­ზე. და­ნარ­ჩე­ნე­ბი ორ საქ­მე­საც აღ­ძრა­ვენ და 30-საც, მაგ­რამ ეს უკვე იყოს რუსი ოლი­გარ­ქის და რუ­სეთ­ში მისი პატ­რო­ნე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. რა­ტომ იღებთ თქვენ თავ­ზე ამის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, მი­თუ­მე­ტეს, რომ გამ­ბე­და­ო­ბა არ გაკ­ლი­ათ და შე­გიძ­ლი­ათ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც, თუ მო­ინ­დო­მებთ. გაქვთ ამის ძა­ლი­ან დიდი სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რა“, – გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,790,724 ნახვა