პოლიტიკა

შარლ მიშელი – უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირს გააძლიერებენ – მადლობა მინდა გადაგიხადოთ და მოგილოცოთ, რომ ევროკავშირისკენ მიდიხართ

უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირს გააძლიერებენ და მჯერა, რომ ევროკავშირი ამ გაწევრიანებისთვის მზად უნდა იყოს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიევში უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“10 წლის წინ უკრაინელები ქუჩებში გამოვიდნენ, რათა თავისი ევროპული მომავალი დაეცვათ, რათა კორუფციასთან ებრძოლათ, რათა ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისთვისა და ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის ებრძოლათ. თქვენ გააკეთეთ ეს 2014 წელს და ახლა, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი მოხდა. სოლიდარობა და თავისუფლად ყოფნის სურვილი აჩვენეთ, თქვენი ერის ძალა აჩვენეთ. თქვენი ქვეყანა ევროპულ გზაზე დააყენეთ, და აგრძელებთ ევროკავშირთან მიახლოებას,” – განაცხადა მიშელმა.

მისი თქმით, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანება მას არა მხოლოდ უფრო დიდს, არამედ უფრო ძლიერსაც გახდის.

მიშელმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭო ევროკავშირის გზაზე უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს როგორც არაჩვეულებრივს აფასებს.

“[გაწევრიანებისთვის] ყველა შესაძლებლობა გვინდა მოგცეთ… ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება, ეს მაინც გრძელ პროცესად რჩება. ეს გრძელვადიანი, რთული პროცესია, მაგრამ ეს მუშაობა უნდა გრძელდებოდეს, განსაკუთრებით ასეთ დროს. და მადლობა მინდა გადაგიხადოთ და მოგილოცოთ, რომ ევროკავშირისკენ მიდიხართ”, – განაცხადა მიშელმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,876 ნახვა