პოსტები სოციალური ქსელიდან

ირაკლი ლატარია: 2003-დან 2012-მდე საქართველო ნამდვილად იყო პირველ ადგილზე ქვეყნის ღალატით ჩადენილი დანაშაულების რაოდენობით – კიდევ რამდენ რამეში იყვნენ პირველები და ამას ზეიმობენ?

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის” მიერ “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავის აღნიშვნას ეხმიანება და წერს, რომ „2003-დან 2012-მდე საქართველო ნამდვილად იყო პირველ ადგილზე მოკლული ქართველთა რაოდენობით”.

„და რას ზეიმობენ? 2003-დან 2012-მდე საქართველო ნამდვილად იყო პირველ ადგილზე:

პატიმართა რაოდენობით;
მოკლული ქართველთა რაოდენობით;
ნაწამები ქართველთა რაოდენობით;
რუსებზე გადაცემული სტრატეგიული ობიექტების რაოდენობით;
ბიზნესის ჩამორთმევის რაოდენობით;
ტელევიზიების დახურვის რაოდენობით;
ტელევიზიების ჩამორთმევის რაოდენობით;
ბიუჯეტის თანხების მითვისების რაოდენობით;
დემოკრატიული პროცესების ჩახშობის რაოდენობით;
რუსული საქმის კეთების რაოდენობით;
ქვეყნის ღალატით ჩადენილი დანაშაულების რაოდენობით;
მოსმენებისა და თვალთვალის რაოდენობით და კიდევ რამდენ რამეში იყვნენ პირველები და ამას ზეიმობენ?

და ამ ყველაფრის რეჟისორის გამოშვებაზე ფიქრობს ზურაბიშვილი?

მოკლედ, ქართველებს არაფერი გვავიწყდება – არაფერი.”, – წერს ირაკლი ლატარია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,035 ნახვა