ხელოვნება და კულტურა

ვაჩე ღვინიაშვილი: თქვენ ღირსეულად წარსდექით მთელი ევროპის წინაშე და სიამაყის ჟინი გაგვიღვიძეთ

მომღერალი ვაჩე ღვინიაშვილი საქართველოს სახელით, საბავშვო ევროვიზიის მონაწილეებს ანასტასია ვასაძეს, ნიკოლოზ ხარატს და ოთო ბაზერაშვილს მიმართავს და წერს, რომ ისინი უკვე გამარჯვებულები არიან, რადგან ღირსეულად წარდგნენ ევროპის წინაშე.

„ბავშვებო! ახლა თუ ცხვირს ჩამოუშვებთ მაშინ დამარცხდებით! თქვენ გვასახელეთ, ღირსეულად წარსდექით მთელი ევროპის წინაშე და სიამაყის ჟინი გაგვიღვიძეთ! თქვენ გამარჯვებულები ხართ! გვეამაყებით! საქართველოს გაუმარჯოს💗🇬🇪 Nikoloz Kharati, Anastasia Vasadze, Oto Bazerashvili 💗“, – წერს ვაჩე ღვინიაშვილი.

ცნობისათვის, მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მე-14 ადგილზე გავიდა და 74 ქულა მიიღო.

ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული კი ზედიზედ მეორედ, 228 ხმით, საფრანგეთი გახდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,689,638 ნახვა
%d bloggers like this: