პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი – ბედნიერი ვარ, რომ ხელისუფლება ელვის სისწრაფით მოქმედებს – სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ გუშინ განიხილა და შეათანხმა, ევროკომისიას უკვე გადაეცა

შემიძლია დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ გუშინ განიხილა და შეათანხმა, უკვე გადაეცა ევროკომისიას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„როგორც უკვე არაერთხელ ღიად და გულწრფელად მითქვამს, მე ოპტიმისტი ვარ და სწორედ ამიტომ ვარ აქ, საქართველოში და ვცდილობ ვიყო საქართველოს წარმატების ნაწილი. როგორც ყველამ ვიცით, 8 ნოემბერს ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცა. ახლა მას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა განიხილავს და 14-15 დეკემბერს მიიღებს გადაწყვეტილებას. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ხელისუფლება ელვის სისწრაფით მოქმედებს. შემიძლია დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ გუშინ განიხილა და შეათანხმა, უკვე გადაეცა ევროკომისიას, რომელსაც ჩემი კოლეგები ყურადღებით დააკვირდებიან და მათ შესაბამისი გამოხმაურებაც ექნებათ. ძალიან მიხარია, რომ ეს გაცვლა ხდება იმისთვის, რომ დრო არ დავკარგოთ და დავრწმუნდეთ, რომ რეფორმები სწორი მიმართულებით მიდის, რათა დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველომ შემდეგი ნაბიჯები რაც შეიძლება სწრაფად გადადგას და დაეწიოს უკრაინას და მოლდოვას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,952 ნახვა