GD Banner
პოლიტიკა

მაია ბითაძე ოპოზიციაზე – ოპოზიციას ევროკავშირში ინტეგრაციაში მონაწილეობა წარმოუდგენია აჟიოტაჟის შექმნით, დასხდნენ ჩვენთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ კანონპროექტების შემუშავებაში, სხვა გეგმებში და პროგრამებში, რომელსაც ხელისუფლება შეიმუშავებს

ამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე ოპოზიციას, რადიკალური იქნება თუ არარადიკალური, ევროკავშირში ინტეგრაციაში მონაწილეობა წარმოუდგენია მხოლოდ განცხადებების გაკეთებით, მედიისთვის ინტერვიუების მიცემით, აჟიოტაჟის შექმნით. ეს პროცესი არ არის რეალური. რეალური პროცესი არის რომ დასხდნენ ჩვენთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ როგორც კანონპროექტების შემუშავებაში, ასევე იმ სხვა გეგმებში და პროგრამებში, რომელსაც ხელისუფლება შეიმუშავებს ამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე, რომელიც ევროკავშირის ელჩმა უკვე შეაფასა როგორც ელვისებური ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ დავაჩქაროთ პროცესი, მათ შორის იმედი გვაქვს, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი იწყება იმ გზაზე, რასაც ევროკავშირში რეალური ინტეგრაცია ჰქვია.

„მოლოდინი იმის მიმართ, თუ რა როლი ექნება ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს, სავარაუდოდ ორად უნდა გავყოთ. თუ საპარლამენტო ოპოზიციაზე ვისაუბრებთ, ოპოზიცია, რომელიც მე ვთვლი, რომ უკვე ოპოზიცია აღარ არის, ეს არის რაღაც რადიკალური წარმონაქმნი, რომელიც მიზანმიმართულად ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას და ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელიც მეტნაკლებად მონაწილეობდა მათ შორის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში და ამ ნაწილში იმედი გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, მოვუწოდებთ რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ. ჩვენ გვყავს ძალიან ფართო სპექტრი პოლიტიკური პარტიებისა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა სამწუხაროდ რადიკალური ოპოზიციის ფრთას წარმოადგენს – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და არიან დეპუტატები ოპოზიციური ფლანგიდან – არარადიკალური ნაწილი, რომლებიც ფორმალურად მაინც მონაწილეობდნენ პროცესში და იმედი გვაქვს, რომ ისინი გაიაზრებენ კარგად, თუ რა ზიანს აყენებს მათ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში არმონაწილეობა და უფრო აქტიურად ჩაერთვებიან, იმიტომ, რომ ერთერთი რეკომენდაცია, ნაბიჯი, არის სწორედ ოპოზიციის მონაწილეობა უფრო აქტიურად, ვიდრე ეს შეიძლება ყოფილიყო მანამდე, ან ვიდრე ეს თვითონ ოპოზიციას წარმოუდგენია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,104 ნახვა