სამართალი

გიორგი ვოლსკი აშშ-ის სახდეპარტამენტის ანგარიშზე – უმაღლესი შეფასება, რომელსაც საქართველოს ანტიტერორისტული საქმიანობა იღებს, განპირობებულია იმ მიღწევებით, რომელიც ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების მაღალი დონის პროფესიონალებს გააჩნიათ

უმაღლესი შეფასება, რომელსაც საქართველოს ანტიტერორისტული საქმიანობა იღებს, განპირობებულია რეალური ფაქტებით, იმ მიღწევებით, შედეგებით, რომელიც ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების მაღალი დონის პროფესიონალებს გააჩნიათ, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ანგარიშს ტერორიზმის შესახებ, რომელშიც სახელმწიფო უწყებების, მათ შორის საქართველოს პროკურატურის როლი პოზიტიურადაა შეფასებული.

როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, ჩვენ ვიცავთ ჩვენ ქვეყანას, მაგრამ ამავე დროს, ვმოქმედებთ იმ ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც მსოფლიოს გააჩნია ამ მიმართულებით.

„ის უმაღლესი შეფასება, რომელსაც საქართველოს ანტიტერორისტული საქმიანობა იღებს, განპირობებულია რეალური ფაქტებით, იმ მიღწევებით, შედეგებით, რომელიც ამ მაღალი დონის პროფესიონალებს გააჩნიათ, ჩვენი სახელმწიფო სტრიქტურები მაქვს მხედველობაში. ჩვენ ვიცავთ ჩვენ ქვეყანას, მაგრამ ამავე დროს, ვმოქმედებთ იმ ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც მსოფლიოს გააჩნია ამ მიმართულებით. დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას, ძალოვან სტრუქტურებს, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს ინტენსიურად და მაღალ პროფესიონალურ დონეზე“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,216 ნახვა