პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე – როგორც ჩანს, მოსვენებას არ აძლევს ის, რომ მხილებული იყო კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში და ახლა განაზოგადებს თავის შემთხვევას, რომელიც მხოლოდ მისი ბრალია

„თუ ქალბატონი პრეზიდენტი დაასახელებს კონკრეტულ ფაქტებს, კონკრეტულ ადამიანებს და არ იქნება შემოსაზღვრული ზოგადი განმარტებებით, ეს მისთვისაც, ქვეყნისთვისაც და საზოგადოებისთვისაც ძალიან კარგი იქნება“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, იმის შესახებ, რომ „საქართველოში მოქალაქეები სამართალს ვერ პოულობენ და ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან არსებობს პრობლემები“.

ცაგარეიშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკაა საჭირო. მისივე თქმით, როდესაც

„ამ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ მეტი პასუხისმგებლობა გმართებს“. „ის, რომ ის მხილებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში, როგორც ჩანს, მოსვენებას არ აძლევს. ამიტომ, თავის თავს დააბრალოს ქალბატონმა ზურაბიშვილმა ის, რაც მას გადახდა საკონსტიტუციო სასამართლოში და თავის თავს დააბრალოს ის ვერდიქტი, რაც მას გამოუცხადა სასამართლომ. როგორც ჩანს, ამ წყენიდან ვერ გამოვიდა ქალბატონი ზურაბიშვილი და ახლა განაზოგადებს თავის შემთხვევას, რომელიც მხოლოდ მისი ბრალია. ის არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე, უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო. „ადამიანები ვერ პოულობენ სამართალს“- ეს რას ნიშნავს? კონკრეტულად ვინ ვერ პოულობს სამართალს? ამიტომ, როცა ამ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ მეტი პასუხისმგებლობა გმართებს და ვფიქრობ კონკრეტიკა აუცილებელია“, -განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,952 ნახვა