პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ალბათ კულისებში გვეტყოდნენ, „მიდით, შეუტიეთ, ჩვენ აქა ვართო“, მაგრამ უკრაინის მაგალითზე ვხედავთ, რომ მართალია, „ისინი აქ არიან“, მაგრამ „რუსეთი ისევ უკრაინაშია

ამ მინისტერიალისადმი {ეუთოს 2-დღიანი მინისტერიალი} საქართველოს ბოიკოტი ალბათ გამოიწვევდა მთელი დასავლეთის მოწონებას და საქართველოს შეაქებდნენ დემონსტრაციულად გამოხატული ანტირუსული ქმედებისთვის, ალბათ კულისებში გვეტყოდნენ, „მიდით, შეუტიეთ, ჩვენ აქა ვართო“, მაგრამ უკრაინის მაგალითზე ვხედავთ, რომ მართალია, „ისინი აქ არიან“, მაგრამ „რუსეთი ისევ უკრაინაშია…“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე წერს.

კაკაბაძე აღნიშნავს, რომ ნებისმიერმა ხელისუფლებამ ყველა ქმედება უნდა განახორციელოს მოსალოდნელი შედეგების პლუსებისა და მინუსების გათვალისწინებით, რადგან მთავარი პასუხისმგებელი ყველაფერზე ხელისუფლებაა.

„ნაც(იონალიზმი) თუ რაციონალოზმი ახლახანს დასრულდა ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარე ეუთოს 2-დღიანი მინისტერიალი, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მონაწილეობდა. სააკაშვილს განუცხადებია, საქართველოს ხელისუფლების ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიუღებელია, რადგან ოკუპანტ ლავროვთან ერთ დარბაზში ჯდომა სამარცხვინოაო და როგორც უკრაინამ და ბალტიის ქვეყნებმა ლავროვის გამო გამოუცხადეს ბოიკოტი ამ ღონისძიებას, საქართველოც ასე უნდა მოქცეულიყოო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მყისიერად შეახსენეს ოპოზიციას, 2010 წელი. ახალი ოკუპაციიდან 2 წელიც არ იყო გასული, როდესაც სააკაშვილი, ასეთივე მინისტერიალში ლავროვთან და პუტინთან ერთად იჯდა დარბაზში. ოპოზიციამ, მაშინ სხვა დრო იყოო..

მოკლედ, იმაზე კი არ მსჯელობენ, რა შინაარსი აქვს იმ ღონისძიებას, რომელშიც ქვეყანა მონაწილეობს, ან რა შეიძლება ამ ღონისძიებიდან წამოიღოს ქვეყანამ, არამედ იმაზე, როგორი გარეგნული ფორმა ექნება და როგორ აღიქმება სხვების მიერ ამა თუ იმ მაღალი დონის სამიტში მონაწილეობა. მაგალითად, ამ მინისტერიალისადმი საქართველოს ბოიკოტი ალბათ გამოიწვევდა მთელი დასავლეთის მოწონებას და საქართველოს შეაქებდნენ დემონსტრაციულად გამოხატული ანტირუსული ქმედებისთვის, ალბათ კულისებში გვეტყოდნენ, „მიდით, შეუტიეთ, ჩვენ აქა ვართო“, მაგრამ უკრაინის მაგალითზე ვხედავთ, რომ მართალია, „ისინი აქ არიან“, მაგრამ „რუსეთი ისევ უკრაინაშია…“

2008-შიც „აქ იყვნენ“, წყლები და პამპერსებიც გამოგვიგზავნეს, მაგრამ… მოკლედ, ამ მხრივ, გამოცდილება უკვე მიღებული გვაქვს და ვინც ამ გამოცდილებას არ ითვალისწინებს, ის ან იდიოტია, ან ავანტურისტი ან, უბრალოდ, ქვეყანა ფეხებზე ჰკიდია. არის კიდევ ერთი კატეგორია, ნაცების ლიდერები, რომლებიც, როცა რუსეთიდან მომავალ შესაძლო საფრთხეზე იწყება ლაპარაკი, ისე დიდგულობენ და იქაჩებიან, გეგონება არც 2008 წლის 3 დღიანი ომიდან მათი სამარცხვინო გაქცევა ახსოვს ვინმეს და არც მათი მიწაზე მხოხავი ბელადი. ამ დღეებში ერთი კომიკური ფიგურა ყელყელაობდა ტელევიზორში: „დიახ, ჩვენ მტერს „ჩაკრულოს“ სიმღერით დავხვდებით ვაჟკაცურად, ხოლო ხელისულება და მისი მომხრეები „ჩაჯ…ლოს“ სიმღერითო“. ვინც უყურა მის გაბრაზებულ გამოსვლას (ხშირად თავს იბრაზებს ხოლმე), იმას ალბათ ეცინებოდა (ჟურნალისტიც ძლივს იკავებდა სიცილს), ხოლო ვისაც არ გიყურებიათ, ეხლა გაგეცინებათ, როცა გაიგებთ, რომ ეს „ვაჟკაცი“ 2008 წლის ომის “შეუმცდარ-დაუმარცხებელი სარდალი” გიგი უგულავა იყო. მოკლედ, იმის თქმა გვინდა, რომ ნებისმიერმა ხელისუფლებამ ყველა ქმედება უნდა განახორციელოს მოსალოდნელი შედეგების პლიუსებისა და მინუსების გათვალისწინებით, რადგან მთავარი პასუხისმგებელი ყველაფერზე ხელისუფლებაა და მან ისევე უნდა დააიგნოროს ასეთი „ვაჟკაცი პატრიოტების“ გულზე ხელის მჯიღების ცემით გაკეთებული პოპულისტური მოწოდებები, როგორც ამას აქამდე აკეთებდა,“ – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,826 ნახვა