პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, უნგრეთის ვიცე-პრემიერმა, ჟოლტ შემიენიმ ოფიციალურ სამუშაო ვახშამზე მიიწვია

უნგრეთში ვიზიტით მყოფი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად დღის ბოლოს ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ჟოლტ შემიენიმ ოფიციალურ სამუშაო ვახშამზე მიიწვია.

🔹 ხანგრძლივი აუდიენციის დროს მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველო-უნგრეთის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები.

🔹 ვიცე-პრემიერმა შემიენიმ, როგორც უნგრეთის სხვა არაერთმა ოფიციალურმა პირმა, მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მისი ქვეყანა და ხელისუფლება უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ევროკომისიის რეკომენდაციის ოფიციალურად გაფორმებას.

🔹 ირაკლი კობახიძემ ჟოლტ შემეინს გულწრფელი მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერის გამო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,918 ნახვა