სამართალი

ედიშერ გვენეტაძე-“მთავარმა არხმა“ სამართალდამცველების გაშავების მიზნით კიდევ ერთი უნიჭო სიუჟეტი შეთითხნა. სირცხვილია, აღარ „ჭამს“ საზოგადოება თქვენს ტყუილებს, როცა სიმართლე ხელის გულზე დევს

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში “მთავარი არხის” სიუჟეტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “მთავარმა არხმა“ ჩვენი სამართალდამცველების გაშავების მიზნით კიდევ ერთი უნიჭო სიუჟეტი შეთითხნა. მხოლოდ სახელები და გვარები იცვლება, პათოსი იგივეა”.

ექსპერტის თქმით, ამჯერადაც “მთავარმა არხმა“ უაპელაციოდ აიტაცა ვინმე ავთანდილ კომახიძის ოჯახის წევრების მტკიცება, რომ კომახიძეს თითქოს აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია ქვეყნის დატოვებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ნარკოტიკების და იარაღის ჩადებით ემუქრებოდა.

მისივე ინფორმაციით, ეს ვითომ კანონმორჩილი ავთანდილ კომახიძე, წლების წინ ნარკოდანაშაულისთვისაც იყო გასამართლებული და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლითაც.

“მთავარმა არხმა“ ჩვენი სამართალდამცველების გაშავების მიზნით კიდევ ერთი უნიჭო სიუჟეტი შეთითხნა. მხოლოდ სახელები და გვარები იცვლება, პათოსი იგივეა „პოლიციის მაღალჩინოსნები წარმოჩენილები არიან ვითომ უდანაშაულო მოქალაქეების მჩაგვრელებად, დამტერორებლებად და ასე შემდეგ“. ასე იყო ამჯერადაც როცა “მთავარმა არხმა“ უაპელაციოდ აიტაცა ვინმე ავთანდილ კომახიძის ოჯახის წევრების მტკიცება, რომ კომახიძეს თითქოს აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია ქვეყნის დატოვებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნარკოტიკების და იარაღის ჩადებით ემუქრებოდა. არადა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ეს ვითომ კანონმორჩილი ავთანდილ კომახიძე, წლების წინ ნარკოდანაშაულისთვისაც იყო გასამართლებული და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლითაც. ოჯახი კარგად იცნობს მის კრიმინალურ წარსულს, იციან რომ ვაჟბატონი ავთო არ არის ფრთიანი ანგელოზი, ამიტომაც თავს იზღვევენ და აქეთ ბრალდებებს უყენებენ აჭარის პოლიციის უფროსს, ემანდ კიდევ ხელი რომ წაუცდეს კომახიძეს, ან წამალზე ან იარაღზე, იტყვიან აგერ ვამბობდით იარაღის და ნარკოტიკის ჩადებით ემუქრებოდნენო. „მთავარი არხიც“ დგას და აი ასეთ ხალხს უთმობს დროს. სირცხვილია, აღარ „ჭამს“ საზოგადოება თქვენს ტყუილებს, როცა სიმართლე ხელის გულზე დევს. ალბათ თანდართული ფოტოთი ყველაფერი ნათელია.”- წერს ედიშერ გვენეტაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,887 ნახვა