უცხოური მედია

Bild- უკრაინამ ბრძოლის სტრატეგია შეცვალა – პრიორიტეტი უკრაინელი ჯარისკაცების გადარჩენაა

უკრაინამ სტრატეგია შეცვალა და ტერიტორიების დაბრუნება მეორე პლანზე გადაწია-ამის შესახებ Bild წერს. გამოცემა იუწყება, რომ უკრაინის გენშტაბმა მიიღო გადაწყვეტილება ახალ სტრატეგიაზე გადასვლის, რომლის თანახმადაც, მთავარი მიზანია, უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენა და რუსული ძალებისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება.გამოცემის ვერსიით, სტრატეგია მას შემდეგ შემუშავდა, რაც კიევმა დიდი იმედგაცრუება განიცადა კონტრშეტევის რამდენიმეთვიანი მცდელობის შემდეგ, რათა დაებრუნებინა დაკარგული ტერიტორიები.„ჩვენი მიზანია- მივაღწიოთ ცოცხალი ძალის, რაც შეიძლება, დადებით შეფარდებას. ტერიტორიების შენარჩუნებაზე ფიქრს ვიწყებთ მაშინ, როდესაც დაღუპულთა თანაფარდობა ჩვენს სასარგებლოდ იქნება- (10 რუსი და 1 უკრაინელი). თანაფარდობის 1/1 შემთხვევაში, ჩვენ უკან ვიხევთ“,-აცხადებს უკრაინელი სამხედრო პირი გამოცემასთან საუბრისას. ერთ-ერთი ანონიმური სამხედრო მოსამსახურის განცხადებით, უკრაინისთვის მთავარია, რუსეთმა რაც შეიძლება, მეტი დანაკარგი განიცადოს . მისივე თქმით, „პოზიციებს მნიშვნელობა აღარ აქვს, მთავარია, რომ უკრაინელები გადარჩნენ.დასავლელი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კონსულტაციას უწევს უკრაინას, გაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ საუბარია „კონტროლირებად უკან დახევაზე ბრძოლით“. მისი თქმით, უკრაინის სამხედრო ძალები უკან დახევისას ტერიტორიებს დანაღმავენ. ასეთი სტრატეგიის მიზანია- მოხდეს იმ მომენტის მიღწევა, როცა რუსული შეტევა ჩამოიშლება,-აცხადებს გამოცემის წყარო.მისივე თქმით, ტერიტორიების შენარჩუნება, ან დაბრუნება პრიორიტეტი მხოლოდ მაშინ გახდება, როდესაც რუსული ძალები „საკმაოდ ბევრ ადამიანურ და ტექნიკურ რესურსს დაკარგავს, ან უკრაინა მიიღებს საკმაო რაოდენობით შეიარაღებას, რაც ბრძოლის წესებს შეცლის. 

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,037 ნახვა