პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რადიკალურ ოპოზიციას განცხადებებზეც ეტყობა, რომ კანდიდატის სტატუსით არ არიან გახარებული, ეშინიათ, რომ ამის გამო არჩევნებს უფრო დიდი ანგარიშით წააგებენ

მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას ეს ისტორიული წარმატება. საქართველომ შეასრულა ძირითადი პირობები და მიიღო სამართლიანი შეფასება -კანდიდატის სტატუსი, რომლითაც ქვეყანა გადავიდა ბოლო ანუ გაწევრიანების ეტაპზე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ჩვენ არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი გვაქვს დღეს, არამედ გვაქვს მაღალი სანდოობა ევროკავშირის მხრიდან, ეკონომიკური ზრდა, რომელიც სჭირდება დემოკრატიას, ევროინტეგრაციას და დღეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მშვიდობა არის დაცული. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ მშვიდობიანი გზით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ოპოზიცია ცდილობს, რომ ამ დიდი და მნიშვნელოვანი მიღწევიდან ყურადღება გადაიტანოს სხვა საკითხებზე. მათ სურთ, როგორმე აწმყოს ეს მნიშვნელოვანი მომენტი ჩააქრონ, მაქსიმალურად გააუფერულონ, მოახდინონ მისი დისკრედიტაცია. ამიტომ საუბრობენ მომავალზე, რომელიც ჯერ არ მოსულა. ჯერ საჭიროა, შევაფასოთ, დავამუშაოთ გეგმა რეფორმების, შემდეგ ამის კომუნიკაცია მოხდეს ევროკავშირთან, ამის მერე ჩვენ სამუშაო პროცესს დავიწყებთ. აქ არაფერი აჩქარება არ არის საჭირო.

პირდაპირ პოლიტიკური მიზანია, როგორმე ეს მიღწევა ხალხმა „დროულად“ დაივიწყოს და გადაერთოს სხვა თემაზე. ერთადერთი, ვის ინტერესებშიც შედის აჩქარება, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციაა. მათ სახეებზეც, განცხადებებზეც ეტყობათ, რომ კანდიდატის სტატუსით არ არიან გახარებული და ეშინიათ, ამის გამო არჩევნებს უფრო დიდი ანგარიშით წააგებენ. ამიტომ დღეს მათი ერთადერთი მიზანია, როგორმე გადაფარონ ეს მიღწევა და გადაერთონ ახალ საკითხებზე. მთავრობის კრიტიკაც კი დაიწყეს, უკვე ახალი გეგმა რატომ არ არის შესრულებულიო. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამას სჭირდება საკმაოდ დიდი დრო, თანმიმდევრული მუშაობა. დიდი იმედი არ მაქვს, რომ რადიკალური ოპოზიცია შეიცვლის შინაარსს და გადაწყვეტს, თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება და როგორც ახლა გავაკეთეთ, მივაღწიეთ იმ შედეგს, რასაც დაგპირდით, მომავალშიც აუცილებლად მივაღწევთ შედეგს, თუმცა არასწორი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ. ამას დასჭირდება საკმაო დრო, ძალისხმევა, თანმიმდევრული მუშაობა, რასაც ჩვენი ქვეყანა აუცილებლად შეძლებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,902 ნახვა