უცხოური მედია

ბორელი: რუსეთი ვერასდროს გადაიქცა ერად. ის ყოველთვის იყო იმპერია ჯერ მეფით, შემდეგ საბჭოთა კავშირის დროს და ახლა, პუტინის პირობებშიც

თუ ჩვენ სასწრაფოდ არ შევცვლით კურსს, თუ არ მოვახდენთ რესურსის მობილიზებას, თუ მივცემთ პუტინს გამარჯვების უფლებას, და ასევე, ვერ შევაჩერებთ ტრაგედიას ღაზაში, მაშინ ჩვენი პროექტი უფრო მეტად დაზიანდება, – ამის შესახებ The Guardian-ს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთი არ დაკმაყოფილდება უკრაინის ნაწილის დაპყრობით და არ დაუშვებს, რომ უკრაინის მეორე ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანდეს. ბორელმა მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, ხანგრძლივი ომისთვის მოემზადონ.

„რუსეთი ვერასდროს გადაიქცა ერად. ის ყოველთვის იყო იმპერია ჯერ მეფით, შემდეგ საბჭოთა კავშირის დროს და ახლა, პუტინის პირობებშიც. ეს არის რუსეთის მუდმივი მდგომაროება და მისი პოლიტიკური იდენტობა. როგორც შედეგი კი, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს მეზობლებისთვის და განსაკუთრებით ჩვენთვის“, – აღნიშნა ბორელმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,083 ნახვა