პოლიტიკა

მაია სანდუ გამოდის ინიციატივით, 2024 წლის შემოდგომაზე მოლდოვაში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ გამოვიდა ინიციატივით, 2024 წლის შემოდგომაზე ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს. ამის შესახებ მან პრეზიდენტად არჩევიდან მესამე წლისთავზე გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

სანდუს განცხადებით, იმას, რომ ევროკავშირმა მოლდოვასთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, სამი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა.

„ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. უნდა უზრუნველვყოთ მშვიდობა და უკეთესი მომავალი მოლდოვის ყველა ოჯახისთვის. ასეთი მომავლის გარანტიას მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება იძლევა. ამიტომ, ჩემი აზრით, საჭიროა, მთელმა ქვეყანამ ნათლად დააფიქსიროს, რა გზას ვირჩევთ მოლდოვისთვის. მოვუწოდებ პარლამენტს, მომავალი წლის შემოდგომაზე ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩაატაროს“, – აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.

სანდუმ ასევე მოუწოდა მოსახლეობას, მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას 2024 წლის არჩევნებზე, რათა მან „ევროპული ინტეგრაციის მისია დაასრულოს“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,027 ნახვა