პოლიტიკა

რუსლან ბორტნიკი- უკრაინამ საინფორმაციო ომი წააგო

უკრაინამ საინფორმაციო ომი წააგო, რაც უკვე ნეგატიურად აისახა ქვეყნის ჯარსა და დასავლეთის დახმარებაზე. ამის შესახებ კიეველმა ექსპერტმა, პოლიტიკური ანალიზისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის დირექტორმა, რუსლან ბორტნიკმა youtube-არხზე Да, это так ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, ეს წაგება გამოიწვევს მოხალისეთა შემცირებას უკრაინის სამხედრო ძალებში,ხოლო უკვე მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები ყველანაირი გზებით ეცდებიან არმიის მიტოვებას. „შექმნილ სიტუაციაში დამნაშავეები არიან ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს მართვის საკმარისი გამოცდილება და ხალხი, რომელმაც ეს ხელისუფლება აირჩია. ჩვენ, უკრაინელებმა თავად შევქმენით ნარატიული ხაფანგი, რომელშიც თავადვე გავებით“,-აცხადებს პოლიტოლოგი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,928 ნახვა