პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას შეუერთდა სააკაშვილი, რომელიც პრინციპულად ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციამ იმოქმედა საპასუხოდ ქართული აგრესიისა

გიორგი ვოლსკი „ხალხის ძალის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ითხოვენ. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს იხსენებს.

„ამ განცხადებაში 2 ძალიან მნიშვნელოვანი თემის დამატებაა აუცილებელი. 9 აგვისტომდე, პრაქტიკულად პრეზიდენტის ბრძანებულება მაშინ გამოიცა, არც აღიარებდნენ იმას, რომ რუსეთის ფედერაცია არის ჩართული ამ კონფლიქტში. გარდაუვალი საომარი მოქმედებების მიუხედავად, ამ ზონიდან არ გამოიყვანეს მშვიდობიანი მოსახლეობა.

რაც შეეხება მოღალატეობრივ ქმედებას, რასაკვირველია, ეს მუხლი ამოღებულია როგორც კონსტიტუციიდან, ასევე კანონმდებლობიდან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას შეუერთდა სააკაშვილი, რომელიც პრინციპულად ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციამ იმოქმედა საპასუხოდ ქართული აგრესიისა“, – ამბობს ვოლსკი.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების აუცილებლობის შესახებ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,159 ნახვა