პოლიტიკა

უნდა გასამართლდეს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“? – გიორგი ვაშაძის პოზიცია

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ განცხადებას გამოეხმაურა.

პოლიტიკოსის თქმით, ღალატს „ქართული ოცნების“ მხრიდან აქვს ადგილი და არა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

„ღალატს და ღალატთან დაკავშირებულ საქმეებს ადგილი აქვს სწორედ იმ რუსული დეზინფორმაციის მხრიდან, რომელსაც ავრცელებს „ქართული ოცნება“ „ხალხის ძალის“ მეშვეობით. ჩვენი მიზანია ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება. საქართველომ საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – აღნიშნა ვაშაძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების აუცილებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,789,616 ნახვა