საზოგადოება

ბათუმი-ახალციხის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – მოძრაობა შეზღუდულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრზე, სოფელი გულების მონაკვეთზე განვითარდა მეწყერი, რამაც საავტომობილო გზის ჩაკეტვა გამოიწვია.

„ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის აღდგენა.

მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია სოფ.აქუცაზე გამვალი, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,873 ნახვა