უცხოური მედია

გაერო-ს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელი – ღაზა „საცხოვრებლად უვარგისი“ გახდა

 გაერო-ს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელის მარტინ გრიფიტსის თქმით,  ღაზა სამთვიანი ომის შემდეგ „საცხოვრებლად უვარგისი“ გახდა.

მისი თქმით,  ღაზის სექტორში ადამიანებს შიმშილი ემუქრებათ და  მოსახლეობა ყოველდღიური სასიკვდილო საფრთხეების მოწმეა, რასაც მსოფლიო უყურებს.მარტინ გრიფიტსის განცხადებით, მიმდინარე ომის დროს ათასობით ქალი და ბავშვი დაიღუპა, ოჯახები კი ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ.გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ არაბულ ანკლავში მხოლოდ რამდენიმე საავადმყოფო  ფუნქციონირებს, ინფექციური დაავადებები ვრცელდება და არსებული ქაოსის პირობებში ყოველდღიურად 180 ქალი მშობიარობს. გაერო-ს წარმომადგენელმა ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ყველა მძევლის გათავისუფლება მოითხოვა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,092 ნახვა