უცხოური მედია

კალიფორნიაში, თანატოლის მიერ მოკლული ბავშვის მშობლები  10 წლის მკვლელის გათავისუფლებას აპროტესტებენ

ქალაქ საკრამენტოში 10 წლის კიტ ფრაერსონის დედა მისი შვილის მკვლელის, 10 წლის ბიჭის გათავისუფლების გამო პროტესტს გამოთქვამს. ინფორმაციას CBS ავრცელებს.ტრაგედია კალიფორნიაში მოხდა. ფრაერსონის თანატოლმა, რომლის გვარსაც პოლიცია არ ახმაურებს, ბიჭი მანქანების სადგომზე,  მამის იარაღით მოკლა, რომელიც მანქანაში იპოვა. მამა ამ დროს სახლში იყო და შვილი გაგზავნა, რათა მანქანიდან სიგარეტი მიეტანა. ის პოლიციამ შვილთან ერთად დააკავა.პოლიციაში ადასტურებენ, რომ ამჟამად დაკავებული მხოლოდ ბიჭის მამაა. მისი იარაღი მოპარული აღმოჩნდა და არ არის რეგისტრირებული. ბავშვს ბრალი არ წაუყენეს. პროკურორი აღნიშნავს, რომ 10 წლის ბავშვებს არ შეუძლიათ გაიაზრონ, რა არის განზრახ მკვლელობა. ნებისმიერი, განზრახ ჩადენილი დანაშაული, კალიფორნიის კანონით, მხოლოდ 14 წლიდან ისჯება. მოკლული ბავშვის დედის თქმით, მისი შვილი პოლიციელობაზე ოცნებობდა, მანამდე კი, სოციალური ქსელის ვარსკვლავად გახდომას აპირებდა.„ჩვენ მათ ისედაც ყველაფრისგან ვიცავთ, მაგრამ ვერსდროს ვიფიქრებდი, რომ  ქუჩაში არ უნდა გამეშვა ბავშვთან ერთად, რომელსაც ის მეგობრად თვლიდა“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,036 ნახვა