უცხოური მედია

ტედროს ადანომ გებრეისუსი – „კოვიდ-19“, გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები მატულობს, გააგრძელეთ ნიღბების გამოყენება, დარწმუნდით, რომ გაიარეთ ტესტირება და აცრები გაქვთ ჩატარებული

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა მოუწოდა ყველას, ატარონ ნიღბები და ჩაატარონ აცრა „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ, რადგან შემთხვევები ბოლო კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში გაიზარდა.

გაერო-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეებმა გაიკეთონ შემოწმება „კოვიდ-19“-ზე და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დახმარებას.

ტედროს ადანომ გებრეისუსმა ასევე მოუწოდა სახელმწიფოებს, უზრუნველყონ ტესტებსა და ვაქცინებზე წვდომა.

„კოვიდ-19“-ი, გრიპი და სხვა პათოგენების რესპირატორული დაავადებები ბოლო კვირების განმავლობაში მატულობს ბევრ ქვეყანაში, სავარაუდოდ, ეს გაგრძელდება ბოლო არდადეგების შემდეგ. დარწმუნდით, რომ გაიარეთ ტესტირება და მოიძიეთ დახმარება, როცა საჭიროა. კოვიდ-19-ის მკურნალობამ შეიძლება, თავიდან აიცილოს მძიმე დაავადება და სიკვდილი. გააგრძელეთ ნიღბების, ვენტილაციისა და დისტანცირების გამოყენება გამოვლენის შესამცირებლად და დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენ საყვარელ ადამიანებს კოვიდ-19-ისა და გრიპის საწინააღმდეგო აცრები ჩატარებული გაქვთ“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

გასული თვის ბოლოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 28 დღეში წინა 28 დღესთან შედარებით 52 პროცენტით გაიზარდა. გაერო-ს ორგანიზაციამ 850 ათასი შემთხვევის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,873 ნახვა