ჯანდაცვა

“სიცივის და კანკალის ეპიზოდები იყო უზომოდ ხანგრძლივი, ასეთი მდგომარეობა რამდენიმე დღით გაგრძელდა” – ნაზი ჯანეზაშვილი

 უფლებადამცველი ნაზი ჯანეზაშვილი:

ბოლო 7 დღეს უბრალოდ გავაქრობდი ჩემს ცხოვრებიდან, ისეთი მძიმე ფორმებში მქონდა ეს ვირუსი.ოჯახში ყველას ჰქონდა, მაგრამ ყველაზე მძიმედ მე.  დამეწყო მაღალი ტემპერატურით, რომელიც თავიდან 38-მდე იყო, ბოლოს 40-მდეც ავიდა. ტემპერატურის აწევის ანუ სიცივის და კანკალის ეპიზოდები იყო უზომოდ ხანგრძლივი. ასეთი მდგომარეობა რამდენიმე დღით გაგრძელდა.ამას დაერთო მშრალი ინტენსიური ხველა, რომელსაც ცხელი წყლით და ატროვენტის ინჰალაციით როგორღაც ვუმკლავდებოდი. ამასთან ერთად – ყურების დაგუბება, სახსრების და თავის მუდმივი ტკივილი. ოთახში უბრალოდ სიარულიც კი მიჭირდა. გუშინწინ ღამით მეგონა, რომ ვეღარ გადავრჩებოდი, იმდენად მიჭირდა სუნთქვა.ნარკოზიდან ახალგამოსულს რაღაც საშინელი დისკომფორტი რომ გაქვს, დაახლოებით მაგასაც შევადარებდი ამ მდგომარეობას.ეს არის უსაშინლესი ვირუსი, ძალიან ვნანობ რომ წელს ვერ მოვახერხე (თან ცოტა დავიზარე) და აცრა არ გავიკეთე.ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,885 ნახვა