უცხოური მედია

შარლ მიშელმა შესაძლოა, ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელის პოსტი დროზე ადრე დატოვოს

შარლ მიშელმა შესაძლოა, ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელის პოსტი დროზე ადრე დატოვოს

ევროპელ ლიდერებს მოუწევთ  სასწრაფოდ შეათანხმონ მიშელის შემცვლელის კანდიდატურა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პოსტს უნგრეთის ლიდერი ვიქტორ ორბანი დაიკავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე “ ავრცელებს.ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ევროპულ საზაფხულო არჩევნებში, როგორ  ბელგიელი ლიბერალების წარმომადგენელმა.„გადავწყვიტე, წამოვაყენო ჩემი კანდიდატურა ევროპის პარლამენტში 2024 წლის ივლისში“,-განაცხადა მან დღეს, 7 იანვარს ბელგიურ გაზებეთან, Le Soir, De Standaard და La Libre Belgique-თან ინტერვიუს დროს. თუ მიშელს აირჩევენ, მას შესაძლებლობა არ ექნება, ერთმანეთს ორი თანამდებობა შეუთავსოს და 2024 წლის ნოემბრის ნაცვლად, თანამდებობას ზაფხულში დატოვებს. ეს კი, პოტენციურ შესაძლებლობას აძლევს უნგრეთის ლიდერს, ვიქტორ ორბანს, რადგან 2024 წლის დეკემბრამდე უნგრეთი უნდა გახდეს ევროკავშირის საბჭოს როტაციული პრეზიდენტი და შეხვედრების ხელმძღვანელი.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,092 ნახვა