საზოგადოება

სამების ტაძარში წმ. მატრონას ხატს, რომლის ერთ-ერთ ეპიზოდზე სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს

სა­მე­ბის ტა­ძარ­ში, ხატს, რო­მელ­ზეც ნე­ტარ მატ­რო­ნა მოს­კო­ველ­თან ერ­თად იო­სებ სტა­ლი­ნია გა­მო­სა­ხუ­ლი, სა­ღე­ბა­ვი შე­ას­ხეს.

ინფორმაციას აქტივისტი ნატა ფერაძე ავრცელებს.”სულ ჯენ­ზი მოთ­ქვამ­დაო მატ­რო­ნას და სტა­ლი­ნის ხატ­თან, ვინც იქ იყო, მწე­რენ, სიწ­მინ­დე­ე­ბი შე­ი­ლა­ხაო“, – წერს ფე­რა­ძე.”შენ გვერ­დში ვარ! და მად­ლო­ბა“, – სა­ჯა­როდ უხ­დის მად­ლო­ბას ნატა ფე­რა­ძესდრო­ასლი­დე­რი ელე­ნე ხოშ­ტა­რია.

შე­გახ­სე­ნებთ, რამდენიმე დღის წინ დე­კა­ნოზ­მა ილია ჭიღ­ლა­ძემფე­ის­ბუქ­ზეგა­მო­აქ­ვეყ­ნა წმინდა მატრონას ხატის ფო­ტო­, რო­მელ­ზეც გამოსახულია ეპიზოდები წმინდანის ცხოვრებიდან.

ერთ-ერთ ეპიზოდზე მატრონასთან ერთად, გამოსახულია იოსებ სტალინი, რომელიც, ლეგენდის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის დროს თავად ეწვია წინასწარმეტყველ მატრონას და რჩევა ჰკითხა. მატრონამ კი, ურჩია, რომ მოსკოვი არ დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მოიგებდა ომს.

ფოტოზე ჩანს, რომ აქტივისტებმა საღებავი მატრონას გამოსახულებას შეასხეს, ხატის ის ნაწილი კი, სადაც სტალინის გამოსახულებაა, უვნებლად დატოვეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,206 ნახვა