საზოგადოება

სოსო მანჯავიძე ნატა ფერაძეზე: უშიში ვითარცა უხორცო, ხოლო ხორცითა მიწყივ შაყინტრავებული ვიდრემდის 2012 წლისა

სოსო მანჯავიძე აქტივისტ ნატა ფერაძის მიერ ჩადენილ ვანდალიზმს სოციალურ ქსელში ემიანება.

„მაშინ აღჩნდა დიაცი იგი საკვირველი, შეუდრეკელი მჩვენებელი შუათითისა, უშიში ვითარცა უხორცო, ხოლო ხორცითა მიწყივ შაყინტრავებული ვიდრემდის 2012 წლისა.

და რქუა ამან ნატამან-არა არს წმინდანი რუსთა შორის! და აღიღო მელანი და შეანთხია ხატსა.

და იხარებდნენ ყოველნი ჭინკანი და ქაჯნი და ბელადად სახელდებნენ მას.

მაშინ შედრკნენ კაცნი ცვედანნი და იტყოდეს-არა ჯერ არს ქაჯთა განრისხებაი, რამეთუ ქაჯთა სამეფოს მივესწრაფით და არა კეთილსა გვიყოფენ მეფენი ქაჯთა.

და ნატასა ამას ფრიადითა ძალითა იცავდეს და ხელმყოფსა მისსა დილეგსა შეგდებითა ემუქრებოდეს,

ხოლო მეკურტუმენი ფარულად თანაშეეზრახნეს ნატასა

და მცირედითა ვერცხლითა კმა ყვეს ბრალისა სასყიდი მისი.

ხოლო კაცნი მცირედნი, უღონოდ ქმნილნი, იღრჭენდეს კბილთა და მახვილისა აღლესვასა იზრახვოდეს, მრავალნიცა კუალად ავლიპისა მკვდრეთით აღდგომასა ინატრიდეს“,-წერს სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,035 ნახვა