პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი ხელმძღვანელი ბატონი კონსტანტინე გამსახურდია იქნება, ბატონი გიორგის მადლობელი ვარ ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან კოლექტივთან ერთად გააკეთა

ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი ხელმძღვანელი ბატონი კონსტანტინე გამსახურდია იქნება, მე მას წარმატება მინდა ვუსურვო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ამასთან, პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის.

„ბატონ გიორგისთან [კეკელიძე] გუშინ მქონდა შეხვედრა. უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა არის უფრო დიდი და მეტი, ვიდრე ვართ თითოეული ჩვენგანი, ინდივიდები, ამიტომ რა თქმა უნდა ის საქმე, რომელიც წლების განმავლობაში ბიბლიოთეკაში კეთდებოდა, არის მნიშვნელოვანი საქმე. ამის უკან ბიბლიოთეკის დიდი კოლექტივი დგას. რა თქმა უნდა ბატონი გიორგის მადლობელი ვარ ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან კოლექტივთან ერთად გააკეთა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. დამატებით კომენტარის გაკეთებას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაპირებ, ვინაიდან საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას. ბატონი კონსტანტინე გამსახურდია იქნება ახალი ხელმძღვანელი. მე მას წარმატება მინდა ვუსურვო. ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან არაფერ შუაშია, ეს მცდელობები რომ ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან დააკავშირონ, აჩვენებს იმ ადამიანების არაკეთილსინდისიერებას, რომლებიც ამას ცდილობენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,889 ნახვა