უცხოური მედია

აშშ ხელს უწყობს ისრაელს ჩადენილ დანაშაულებში – იბრაჰიმ რაისი

აშშ ხელს უწყობს ისრაელს ჩადენილ დანაშაულებში, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა ანკარაში ვიზიტისას განაცხადა.

„ყველაზე უარესი, რასაც სიონისტური რეჟიმი აკეთებს, ის არის, რომ მხარდაჭერას იღებს ამერიკისგან და რამდენიმე დასავლური ქვეყნისგან. ის, რაც ხდება პალესტინასა და ღაზაში, არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და შეერთებული შტატები და დასავლეთი მხარს უჭერენ ამ დანაშაულებს“, – აღნიშნა იბრაჰიმ რაისმა.

ირანის პრეზიდენტმა, ასევე, მოწოდება მუსლიმურ ქვეყნებს შეწყვიტონ კავშირი „სიონისტურ რეჟიმთან“.

„ამ რეჟიმთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაწყვეტამ, რა თქმა უნდა, შეიძლება გავლენა იქონიოს „სიონისტურ რეჟიმზე“, რათა დაასრულოს მისი დანაშაულები“, – დასძენს რაისი. 

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,036 ნახვა