უცხოური მედია

ლოიდ ოსტინი: აშშ-ს ამოეწურა ფული უკრაინის დასახმარებლად

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ-ს ამოეწურა ფული უკრაინის დასახმარებლად და ვაშინგტონი ვერ მიაწოდებს კიევს რაკეტებსა და საბრძოლო მასალას იმავე დონეზე, როგორც ერთი წლის წინ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

“აშშ-ს ამოეწურა ფული უკრაინის დასახმარებლად და ჩვენ ვერ ვაძლევთ კიევს რაკეტებსა და საბრძოლო მასალას იმავე დონეზე, როგორც ერთი წლის წინ იყო”, – აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

საერთაშორისო საკითხებში ლოიდ ოსტინის თანაშემწემ, სელესტ ვალანდერმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად იღებს ანგარიშებს ქვედანაყოფებს შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის დეფიციტის შესახებ.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,541 ნახვა