უცხოური მედია

მაიკლ კარპენტერი: პუტინის მიზნები უცვლელია, მას უკრაინის განადგურება სურს

ეუთოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა მაიკლ კარპენტერმა ვენაში საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლის ლიდერის მიზნები არ შეცვლილა და მას კვლავ სურს უკრაინის განადგურება. 

„ვლადიმერ პუტინის მიზნები უკრაინასთან დაკავშირებით უცვლელი დარჩა – მას კვლავ სურს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს განადგურება და უკრაინელი ხალხის დამორჩილება“, – აცხადებს მაიკლ კარპენტერი. 

კარპენტერის განცხადებით, რუსეთის მიერ საახალწლო პერიოდში უკრაინის ქალაქების დაბომბვა ნიშნავს იმას, რომ პუტინის მიზნები არ შეცვლილა.

„ეს არის მკაცრი შეხსენება მსოფლიოსთვის, რომ პრეზიდენტი პუტინის მიზანი უცვლელი რჩება. პუტინი ცდილობს უკრაინელ ხალხს წაართვას დემოკრატია და სუვერენიტეტი. უკრაინელების დიდმა უმრავლესობამ იცის, რომ მათი ადგილი ევროპაშია და არა რუსეთის მონობის ქვეშ. უკრაინელმა ხალხმა აირჩია დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ევროპული და ტრანსატლანტიკური გზა“, – აცხადებს კარპენტერი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,216 ნახვა