GD Banner
სოციალური ქსელები და მედია

ირაკლი საღინაძე “ფორმულაზე” დახურულ გადაცემებზე: – შექმნილია რთული ფინანსური მდგომარეობა

ტე­ლე­კომ­პა­ნია “ფორ­მუ­ლა­ზე” გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბი იხუ­რე­ბა. გა­სარ­თო­ბი შო­უ­ე­ბის წამ­ყვა­ნებ­მა – ია ფა­რუ­ლა­ვამ და თა­თია შა­რან­გი­ამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით აუ­დი­ტო­რი­ას აც­ნო­ბეს, რომ მათი გა­და­ცე­მე­ბი ეთერ­ში აღარ გავა. მა­ნამ­დე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ნიკა არა­ბი­ძე არ­ხი­დან წა­ვი­და.

– შექ­მნი­ლია რთუ­ლი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რის გა­მოც, არ­ხმა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­და­წყვი­ტა. ამ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად, სა­არ­ჩევ­ნო წლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რი აქ­ცენ­ტი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პო­ლი­ტი­კურ ტოქ-შო­უ­ებ­სა და ნი­უს­ზე მოხ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­სარ­თო­ბი კონ­ტენ­ტი, რო­გორც მი­ნი­მუმ, დრო­ე­ბით და­პა­უზ­დე­ბა,-ამის შესახებ ambebi.ge-სთან ფორმულას ერთ-ერთმა დანფუძნებელმა ირაკლი საღინაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს არხი გააკეთებს განცხადებას.

„შევ­ხე­დავთ, სა­ბო­ლო­ოდ ამ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას რო­გო­რი სახე ექ­ნე­ბა. დღეს არხი გა­ა­კე­თებს გა­ცხა­დე­ბას, რა­საც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ის­მე­ნენ. სხვა მხრივ, მი­დის მუ­შა­ო­ბა სპონ­სო­რებ­თან, სხვა­დას­ხვა თან­ხის მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ შევ­ხე­დოთ, ამ კომ­ბი­ნა­ცი­ით, ამ რე­სურ­სით რა შე­დეგს მი­ვი­ღებთ. ამ ვი­თა­რე­ბა­ში კრი­ტი­კულ მე­დი­ა­ში ძა­ლი­ან გარ­თუ­ლე­ბუ­ლია ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბა. სა­ერ­თოდ, ეს ყველ­გან პრობ­ლე­მაა, მათ შო­რის, ჩვენ­თა­ნაც. ამი­ტომ არ­ხის მე­ნე­ჯმენ­ტმა გა­დავ­წყვი­ტეთ, ამ ეტაპ­ზე ხარ­ჯე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცია და მაქ­სი­მა­ლუ­რი აქ­ცენ­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ ტოქ­შო­უ­ებ­სა და ნი­უს­ზე გა­კეთ­დეს. ეს წელი სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იქ­ნე­ბა აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,577 ნახვა