პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მიზანია, რომ მომავალი კვირის განმავლობაში, როდესაც გაიხსნება საგაზაფხულო სესია, მთავრობა სრულად დაკომპლექტდეს და მომავალი კვირის ბოლოსთვის უკვე გვყავდეს ახლად დამტკიცებული მთავრობა

ჩვენი მიზანია, რომ მომავალი კვირის განმავლობაში, როდესაც გაიხსნება საგაზაფხულო სესია, მთავრობა სრულად დაკომპლექტდეს და მომავალი კვირის ბოლოსთვის უკვე გვყავდეს ახლად დამტკიცებული მთავრობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„ხვალ პარტიის ყრილობის მთავარი ამოცანა არის ახალი თავმჯდომარის არჩევა. ასევე გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. ხვალ მნიშვნელოვანი დღეა არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის და საქართველოსთვის. მას შემდეგ, რაც პოლიტსაბჭოზე მოხდება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენა და დამტკიცება, პროცესი გადმოინაცვლებს პარლამენტში, სადაც ფრაქცია წარადგენს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. ჩვენი მიზანია, რომ მომავალი კვირის განმავლობაში, როდესაც გაიხსნება საგაზაფხულო სესია, მთავრობა სრულად დაკომპლექტდეს და მომავალი კვირის ბოლოსთვის უკვე გვყავდეს ახლად დამტკიცებული მთავრობა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილი პრემიერი მეორედ 2021 წელს გახდა. მანამდე ის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,689,638 ნახვა
%d bloggers like this: