უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ „ომის დიზაინი შეიცვალა“
CNN-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ზალუჟნი რუსეთის წინააღმდეგ ომში 2024 წლის სამ ძირითად მიზანს ასახელებს.
„2024 წელს ჩვენი ძირითადი ძალისხმევა სამ მიმართულებაზე უნდა გავამახვილოთ:
✔️ შევქმნათ სისტემა ჩვენი შეიარაღებული ძალების მაღალტექნოლოგიური აქტივებით უზრუნველყოფისთვის
✔️ დავნერგოთ წვრთნისა და ომის ახალი ფილოსოფია, რომელიც ითვალისწინებს მათი გამოყენების საშუალებებისა და აქტივების შეზღუდვას
✔️ ახალი საბრძოლო შესაძლებლობების რაც შეიძლება სწრაფად დაუფლება“, – აცხადებს ზალუჟნი.
მისი თქმით, უკრაინას უკვე აქვს მოწინააღმდეგის განადგურების და სახელმწიფოებრიობის არსებობის უზრუნველყოფის შესაძლებლობები.
„ჩვენ უკვე გვაქვს მოწინააღმდეგის აღმოფხვრის და სახელმწიფოებრიობის არსებობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს გამოვიყენოთ მომენტი – მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი უახლესი საბრძოლო შესაძლებლობების დაგროვება, რაც მოგვცემს საშუალებას გამოვყოთ ნაკლები რესურსი მტრისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებისთვის, აგრესიის დასასრულებლად და მომავალში უკრაინის მისგან დასაცავად“, – დასძინა ზალუჟნიმ.