ჯარი

ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება – ირაკლი ჩიქოვანი

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ადგილობრივი მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა თავდაცვის ძალებისთვის პროდუქციის სწრაფ და დაბალ ფასში მიწოდებას უზრუნველყოფს.

„თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, 2024 წელს თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს მუშაობას ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საინჟინრო და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებაზე. აღნიშნული პროცესი წარიმართება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. ამ მიმართულებით 2024 წელს 230 მილიონი ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტით. მიმდინარე წელს გაგრძელდება თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურული ობიექტების განახლება-გაუმჯობესების პროცესი. თანამედროვე ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის მიზნით. ბოლო ოთხ წელიწადში დაახლოებით 360 მილიონი ლარი დაიხარჯა. 2024 წელს, ამ მიმართულებით, თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული, რაც სხვადასხვა სამხედრო ობიექტების მშენებლობას და შენახვის ხარჯებს მოხმარდება. საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერების გზაზე და დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარების ხელშეწყობას, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის სწრაფ და შედარებით დაბალ ფასში მიწოდებას თავდაცვის ძალებისთვის. ქართული სამხედრო მრეწველობა უნდა გახდეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და კონკურენტული გლობალურ ბაზარზე. შესაბამისად, ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,689,627 ნახვა
%d bloggers like this: