პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას შეუერთდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას შეუერთდეს.

ბოკუჩავას თქმით, მათთვის უმთავრესია არა პარტიული, არამედ ეროვნული ინტერესი.

„ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით, მინდა, დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივაში. ჩვენთვის უმთავრესია არა პარტიული, არამედ ქვეყნის ევროპული, შესაბამისად, ეროვნული ინტერესი. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ერთიანი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების წინ, რომელიც ქვეყანას ელოდება და რომელმაც აუცილებლად უნდა მოიტანოს ცვლილება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დაცულობა, ამიტომ, ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, შევქმნათ მომავლის ქარტია „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,687,715 ნახვა
%d bloggers like this: