კრიპტოვალუტა

“ბიტკოინი კაზინოს რულეტია, რომელშიც წაგების შანსი 100%-ია” – უორენ ბაფეტი

ამერიკელი ინვესტორის, უორენ ბაფეტის განცხადებით, ბიტკოინი კაზინოს რულეტს ჰგავს, რომელიც ზოგიერთ მოთამაშეს გამარჯვების შანსს აძლევს, თუმცა გემბლერების უმეტესობა, საბოლოო ჯამში, მაინც წაგებული რჩება.

„ბიტკოინი რეალურად არ არის არც ვალუტა, არც ფასიანი ქაღალდი და არც საქონელი. ეს კაზინოს მსგავსი გემბლინგისთვის შექმნილი თამაშია, რომელშიც წაგების შანსი თითქმის 100%-ია, გარდა უიშვიათესი შემთხვევებისა, რომელთა წარმატების შესახებაც მედიაში შოკისმომგვრელ სათაურებს კითხულობთ ხოლმე“, – აცხადებს ბაფეტი.

93 წლის ინვესტორის განმარტებით, კრიპტოაქტივების აბსოლუტურ უმრავლესობას არავითარი ფუნდამენტური, რეალური ღირებულება არ გააჩნიათ და მათ ფასს თითქმის სრულად განსაზღვრავს ტრეიდერების სპეკულაციური აქტივობა.

ბიტკოინთან მიმართებით ბაფეტი მთავარ პრობლემად იმას ასახელებს, რომ კრიპტოაქტივი თავისი არსებობით არაფერს არ ქმნის, მისგან არავითარი მატერიალური სარგებელი, პროდუქტი ან სერვისი არ იქმნება, რაც მას „უაზრო“ საინვესტიციო აქტივად აქცევს.

აღსანიშნავია, რომ უორენ ბაფეტის ხელმძღვანელობით Berkshire Hathaway პლანეტის ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო ჰოლდინგად იქცა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 860 მილიარდ დოლარს აღწევს.

bm.ge

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,687,722 ნახვა
%d bloggers like this: