პოლიტიკა

„ბუნდოვანია ფორმატის და პლატფორმის მიზანი“ – გიორგი გახარია პრეზიდენტის ინიციატივაზე

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია პრეზიდენტის ინიციატივას, შეიქმნას მომავლის ქარტია – “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის”, ბუნდოვანს უწოდებს. მისი თქმით, ამ პლატფორმაზე წარმოდგენილნი არიან ადამიანები, რომლებიც პარტიისთვის მიუღებელ პოზიციებს აფიქსირებდნენ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

გახარია ამბობს, რომ თუ ამ ინიციატივიდან რაღაც ხელშესახები ან პოზიტიური გამოვა, ხელის მოწერას წინ არაფერი არ უდგას.

“ვაფასებთ ყველაფერს იმას, რასაც ქალბატონი სალომე აკეთებს, განსაკუთრებით ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივის დაახლოების კონტექსტში და კიდევ უფრო მეტად ვაფასებთ იმ შესაძლებლობებს და რესურს, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს და ქალბატონ სალომეს გააჩნია არჩევნების დაცვის თვალსაზრისით. ბუნდოვანია ფორმატის და პლატფორმის მიზანი, ჩემი აზრით, ეს არის სპეციალურად გაკეთებული იმისთვის, რომ სივრცეა სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისთვის დატოვებული როგორც პოლიტიკური, ასე სხვადასხვა და ეს რა თქმა უნდა, იმ კონტექსტში, როცა დარწმუნებულები ვიყავით, რომ ამ პლატფორმაში წარმოდგენილი იქნებიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე კანდიდატის სტატუსთან მიმართებით აბსოლუტურად ჩვენთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებდნენ მოლაპარაკებების დროს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, სხვადასხვა თვალსაზრისით, მე არ ვარ დარწმუნებული ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ასე იქცეოდნენ, რა მიზნით გამოიყენებენ მსგავს პლატფორმებს. ჩვენ არანაირი პრობლემა პრეზიდენტის ინიციატივებთან  არ გვაქვს და იმ შემთხვევაში, თუ აქედან რაღაც ხელშესახები ან პოზიტიური გამოვა, ხელის მოწერას წინ არაფერი არ უდგას”, – ამბობს გახარია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,689,617 ნახვა
%d bloggers like this: