პოლიტიკა

თეა წულუკიანი: საქართველოს პრეზიდენტის დუმილი ამ წუთამდე, რომელიც გულისხმობს ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისაგან თავშეკავებას, დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის

საქართველოს პრეზიდენტის დუმილი ამ წუთამდე, რომელიც გულისხმობს ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისაგან თავშეკავებას, ვფიქრობ, დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

წულუკიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვაზე თავის შეკავება, პოლიტიკური სიბეცეა.

მისივე განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის საფრთხეების დაზღვევაზე ზრუნავდეს, ამ ნაბიჯით, საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, ქვეყანაში მეტი რისკი იყოს, რითაც “პატრონების” დავალებებს ასრულებს.

“გვინდა შევახსენოთ ჩვენს პრეზიდენტს, რომ ეს ის რეგიონია, სადაც გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები გაზრდილია ბოლო წლებში, რომ საქართველოს მთავრობა დღენიადაგ იმაზე ზრუნავს, ეს რისკები დააზღვიოს. ამის ფონზე, პრეზიდენტი, რომელიც არის მთავარსარდალი, თავს იკავებს ჩვენი მეზობელი, პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოს მეთაურს მიულოცოს არჩევნებში გამარჯვება. ეს პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს, მაგრამ ეს კიდევ არა უშავს, ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს დავალებების შესრულებას ე.წ. “პატრონებისგან” – ვფიქრობ, ამასთან უნდა გვქონდეს საქმე და მისი მიზანი უნდა იყოს არა ის, რომ როგორც პრეზიდენტმა, დააზღვიოს ჩვენი ქვეყნის საფრთხეები წინასწარ, იქონიოს მაქსიმალურად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ისეთ საუკეთესო მეზობლებთან, რომელთა შორის არის აზერბაიჯანი, არამედ პირიქით, რომ უფრო მეტი რისკი იყოს ამ ქვეყანაში, ეკონომიკური საფრთხეები გაიზარდოს და ა.შ. როგორც ჩანს, ეს არის მისი მიზანი, რაც, მინიმუმ დასანანია.” – აღნიშნა თეა წულუკიანმა. მან ასევე გაიხსენა ზურაბიშვილის მიერ ემანუელ მაკრონისთვის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე პრეზიდენტობის მილოცვა და განაცხადა, რომ მიზეზი, თითქოს ილჰამ ალიევის გამარჯვება საბოლოოდ ჯერ არ არის დადასტურებული, მისი დუმილის გამამართლებელ არგუმენტად ვერ გამოდგება. “ახსნა იმის შესახებ, რომ ჯერ არ არის საბოლოოდ დადასტურებული გამარჯვება და ამიტომ არ ულოცავს ის ბატონ ალიევს, რა თქმა უნდა, გაზიარებული ვერ იქნება, იმიტომ რომ, ჩვენ გვახსოვს თუნდაც ერთი მაგალითი, როდესაც ქალბატონმა სალომემ ბატონ მაკრონს არჩევნების შედეგების ოფიციალურად დადასტურებამდე მიულოცა, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი და მისასალმებელი იყო მაშინ.” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,925 ნახვა