პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში მთავრობის პირველ სხდომას გამართავს

ირაკლი კობახიძე დღეს პრემიერ-მინისტრის რანგში მთავრობის სხდომას უხელმძღვანელებს.

სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში, 11:00 საათზე დაიწყება.

ინფორმაციისთვის, 8 თებერვალს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მეთაურის თანამდებობა დატოვა. 

რის შემდეგაც ახალი პრემიერის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე დასახელდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,689,627 ნახვა
%d bloggers like this: