პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ხაზარაძე იმდენად ბრიყვია, რომ პროკურორის ფუნქციაც არ იცის. პროკურორი არავის „აციმბირებს” და „ამოსკოვებს”, მისნაირ თაღლითებს უმტკიცებს ბრალდებას

უმრავლესობის წევრი, „ხალხის ძალის” ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი „იმედინიუსთან” გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მართალია ის არაა პროკურორი, მაგრამ არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში.

„ხაზარაძე იმდენად ბრიყვია, რომ პროკურორის ფუნქციაც არ იცის. პროკურორი არავის „აციმბირებს” და „ამოსკოვებს”, მისნაირ თაღლითებს უმტკიცებს ბრალდებას. ჩარჩენილია საბჭოთა კავშირში. რაც შეეხება მისი მხრიდან „პოლიტიკური გზავნილის” ხსენებას, ეს პირდაპირ ადასტურებს, რომ დაგეგმილი აქვს პოლიტიკური რეპრესიები და ის ამ გზავნილით არაფრით არ განსხვავდება მავნებელი ნაცისგან, ის არის ნაცზე უარესი ნაცი, ანუ „ნაცის ნაცი” და ამიტომაც არანაირი შანსი არ ააქვს ხელისუფლებაში მოსვლის” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,687,727 ნახვა
%d bloggers like this: