პოლიტიკა

შს მინისტრის მოადგილე: სტატისტიკა და საერთაშორისო შეფასებები ადასტურებს, რომ საქართველოში უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხი მაღალია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, როგორც ქვეყანაში წარმოებული ოფიციალური სტატისტიკით, ისე საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებით, დასტურდება, რომ საქართველოში უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხი მაღალია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანაში შემცირებულია დანაშაულის მაჩვენებელი, მათ შორის დაკლებულია მძიმე კატეგორიის დანაშაულებიც.

„საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყანაში შემოსული უცხოელი ტურისტების უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხის განცდა უკვე ციფრებშიც აისახა. კერძოდ ქვეყანაში გამოქვეყნებული, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წინა წელთან შედარებით დანაშაულის მაჩვენებელი შემცირებულია. ასევე, მნიშვნელოვნად დაკლებულია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის რაოდენობა. გარდა ამისა, საქართველო გერმანიამ გასულ წელს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, როგორიც არის „კანონისა და წესრიგის გლობალური ინდექსი“, საქართველო უსწრებს ისეთ წარმატებულ ევროპულ ქვეყნებს, როგორიც არიას მაგალითად საფრანგეთი, იტალია და სხვა ქვეყნები.ასევე თანაბარ ადგილს იკავებს ავსტრიის, ნიდერლანდების და ჰონგ -კონგთან მიმართებაში.

სამართალდამცავი უწყებები მუდმივ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას იმისათვის, რომ როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა, ასევე ქვეყანაში შემოსულმა უცხოელმა ვიზიტორებმა თავი იგრძნონ დაცულად”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცნობისთვის, „რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ადამიანები ევროპაში მარტო სეირნობისას“ – ამ სათაურით სოციოლოგიურ გამოკითხვას აქვეყნებს მსოფლიო სტატისტიკის ორგანიზაცია, რომლის მიხედვითაც ლიდერთა ხუთეულში საქართველო ხორვატიასთან, სლოვენიასთან, ისლანდიასთან და შვეიცარიასთან ერთად მოხვდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,362 ნახვა