პოლიტიკა

World of Statistics: საქართველო ევროპაში მე-4 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ტურისტებისთვის ღამით უსაფრთხოდ გადაადგილებაა უზრუნველყოფილი

სოციალურ ქსელ X-ზე, ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად.

გვერდზე World of Statics გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველო მე-4 ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიას და ისლანდიას. ასევე ჩანს, რომ საქართველო ტურისტების ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირის 25 წევრ და ყველა კანდიდატ სახელმწიფოს.

Numbeo.com-ზე გამოქვეყნებული კვლევები და მონაცემები არ არის რომელიმე სამთავრობო ორგანიზაციის გავლენით მომზადებული. ორგანიზაციის მონაცემები გამოყენებული იქნა ისეთი საერთაშორისო გამოცემების მიერ, როგორებიცაა BBC, Time, The Week, Forbes, The Economist, Business Insider, New York Times, The Telegraph და სხვა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,885 ნახვა