GD Banner
ცხოველები

„გავაპროტესტოთ“, “მიხარია ცხოველების წამებაზე კანონის გამკაცრება” – როგორ ხვდებიან შინაური ცხოველების მფლობელები ახალ რეგულაციებს

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ მოსახლეობაში არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. ძაღლებისა და კატების მფლობელების დიდი ნაწილი ახალი შეზღუდვების დაწესებასა და ჯარიმების გაზრდას აპროტესტებს, თუმცა, მეორე ნაწილს მიაჩნია რომ ამ საკითხს დარეგულირება ნამდვილად სჭირდება.

განსაკუთრებული უკმაყოფილება კანონპროექტის იმ პუნქტმა გამოიწვია, რომელიც ძაღლისა და კატის სკოლებში, უნივერსიტეტებში, მაღაზიებში, აფთიაქებსა და კლინიკებში შეყვანის აკრძალვას ითვალისწინებს.

„ხმას რატომ არავინ ვიღებთ, კომენტარებში და სოცმედიაში რომ ძლიერები ვართ, გამოვიდეთ გავაპროტესტოთ და დავაშვებინოთ ძაღლები და კატები ყველგან!! ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს რაღაც ჩვენს სასიკეთოდ“, – წერს მოქალაქე თაკო ჯიმშელეიშვილი სოციალურ ქსელში.

შინაური ცხოველების მფლობელების უკმაყოფილებას ასევე იწვევს პუნქტი, რომელიც სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლაზე ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობას ითვალისწინებს.

„ეს არის მა­რაზ­მი. ანუ მე, ორი ძაღ­ლი, 10 წელს მიღ­წე­უ­ლი აკი­შო და 6 წლის საი და ორი კატა, ორი წლის მიმი და სამი წლის ლუი (მი­უ­სა­ფა­რი იყო და სახ­ლში მო­ვიყ­ვა­ნე) რომ მყავს სახ­ლში, რა უნდა ვქნა, ერთ-ერთი მათ­გა­ნი ქუ­ჩა­ში გა­ვაგ­დო, თუ მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურს და­ვურ­ე­კო და გა­სა­ჩუ­ქებ­ლად, ქუ­ჩა­ში გა­საშ­ვე­ბად, თუ და­სა­ძი­ნებ­ლად გა­ვა­ტა­ნო? ან ჩემი კა­ტე­ბი ვის რას უშა­ვე­ბენ, ან ჩემი ძაღ­ლე­ბი? ან ჩემს მე­ზობ­ლებს, რო­მელ­თა­გან უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­დარ­ბა­ზო­ში სი­სუფ­თა­ვის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას რომ ვერ შე­აგ­ნე­ბი­ნებ, რა უფ­ლე­ბა აქვთ პრე­ტენ­ზია გა­ნა­ცხა­დონ ჩემს სახ­ლში მცხოვ­რე­ბი ცხო­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე? თუ რა თქმა უნდა, ისი­ნი ღა­მის 23 სა­ა­თი­დან დი­ლის 9 სა­ა­თამ­დე ხმა­უ­რით დის­კომ­ფორ­ტს არ უქ­მნი­ან, ან მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­შიც არა­ფერს აშა­ვე­ბენ, სა­დარ­ბა­ზოს არ აბინ­ძუ­რე­ბენ და ა.შ. რო­მელ­მა დე­ბი­ლებ­მა წა­რად­გი­ნეს ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა? აზრს ვის და­ე­კი­თხნენ?“, – წერს ჟურნალისტი ეკა ლომიძე სოციალურ ქსელში.

თუმცა, საზოგადოების ნაწილი გარკვეული რეგულაციების გამკაცრებას ემხრობა. როგორც Newshub.ge-ს ჩიხუახუას ჯიშის შინაური ცხოველის, მაილოს მფლობელი ლანა მღებრიშვილი ეუბნება, შეზღუდვების მიუხედავად, დიდი ზომის ძაღლებს ქუჩებში საბელისა და ალიკაპის გარეშე დაჰყავთ. 

„როდესაც ვხედავ, რომ პარკში აშვებული ძაღლები დარბიან, ჩემი ძაღლი იქ აღარ შემყავს – ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, მაგრამ როდესაც ქუჩაში, მოსახვევში სრულიად მოულოდნელად გვეფეთება უსაბელო ძაღლი, აქ უკვე ჩემს არჩევანზე არაა, მივუშვებ თუ არა მაილოს სხვა, დიდი ზომის ძაღლთან. ადრე, იყო შემთხვევა, როდესაც მასზე დიდი ძაღლი კაპიუშონში სწვდა, ტანზე რომ ეცვა, იმან გადაარჩინა. ამიტომ გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ ღია სივრცეში საბელის ან ალიკაპის გარეშე გაყვანაზე ჯარიმა იზრდებოდა“, – ამბობს შინაური ცხოველის მფლობელი.

ამასთან, რეგულაციების იმ ნაწილს, რომელიც ცხოველების წამებასა და მათ მიმართ სასტიკ მოპყრობაზე არსებული კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს, პოზიციურად უყურებენ როგორც შინაური ცხოველების მფლობელები, ასევე საზოგადოების სხვა წევრები.

„დღე არ გავა, ცხოველის ცემის ან წამების შესახებ არ გავიგო ტელევიზიით ან სოციალური ქსელით. ამ ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნოს, რომ შინაური ცხოველისადმი უდიერი მოპყრობა, მით უმეტეს, წამება და მოკვლა დანაშაულია“, – ეუბნება Newshub.ge-ს 72 წლის ნანა ყურაშვილი. 

პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები ასევე შეეხება კატებისა და ძაღლების გამრავლებისა და მეტისების კასტრაციის ახალი წესის დადგენას. 

ცნობისთვის, საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია და მას უმრავლესობის 24 დეპუტატი აწერს ხელს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,023 ნახვა