პოსტები სოციალური ქსელიდან

დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე: უნდათ შექმნან „კარტინკა“, რომ 85% ამომრჩევლის მათიანია და როგორ შეიძლება 15 %-მა დარჩენილმა რუსეთუმეების ამომრჩეველმა 60, თუ 65%-ით მოიგოს არჩევნები, ანუ არჩევნები გაყალბდება

როგორ შეიძლება 15%-მა დარჩენილმა რუსეთუმეების ამომრჩეველმა 60, თუ 65%-ით მოიგოს არჩევნები? – სვამს კითხვას „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, როცა კომენტარს აკეთებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმებზე.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს გაყალბებას ნიშნავს, რაც არის კიდეც ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო პროცესის დასასრულისთვის შემონახული თემა.

„უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში NDI, IRI, Edison-ის“ ერთი და იგივე გამოკითხვა საქართველოში სტაბილურად ავლენს, რომ 90% პატრიარქს უჭერს მხარს, 85% ევროინტეგრაციის მომხრეა და სადღაც 20%-ს აღელვებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – რა საინტერესო სურათია! ახლა რა ხდება: მიდის საარჩევნო პერიოდში ამ ცვილის ფიგურების, ამ მკვდრად ნაშობი პარტიების აქტივობის იმიტაცია, დავარცხნილები არიან; ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შემუშავებაშიც იღებენ მონაწილეობას; ამ ეტაპზე ქუჩაში აღარ გადიან; რაღაც კონფერენციებში მონაწილეობენ; ე.წ. პრეზიდენტი, რომელსაც „ნაცების“ მესამე პრეზიდენტს ვუწოდებ, კონსტიტუციის დარღვევით, მაგრამ მაინც მიდის მიუნხენში, რომ უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ რომ გული, სული სტკივა საქართველოს ევროპულ მომავალზე.

აქ კი რა ხდება: კონფერენციებს თვითონ მოაწყობენ, შექმნიან ხმების დათვლის სკოლას, უნივერსიტეტს, აკადემიას… ამ ფონზე უნდათ შექმნან „კარტინკა“, ფეიკ-მოცემულობა, რომ 85% ამომრჩევლის ჩვენიანია, ევროინტეგრაციის მომხრეა, ამავდროულად პატრიარქის მხარდამჭერია. როგორ შეიძლება 15%-მა დარჩენილმა რუსეთუმეების ამომრჩეველმა 60, თუ 65%-ით მოიგოს არჩევნები? ეს ხომ გაყალბებას ნიშნავს, სხვა რა ქნან? ჩამოშორდნენ? ფინალი კი ასეთია – შემონახული აქვთ გაყალბების თემა“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,910 ნახვა