უცხოური მედია

ბორელი: უკრაინის ომის შედეგი, შესაძლოა, უახლოეს თვეებში გადაწყდეს

უკრაინის ომის შედეგი, შესაძლოა, უახლოეს თვეებში გადაწყდეს, დასავლეთმა კიევისთვის დახმარება უნდა გააძლიეროს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ესპანურ გაზეთ El País- თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას უფრო მეტად გაუწიონ „სამოქალაქო, სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება“, ვიდრე აშშ-მა. თუმცა, თუ ევროპელებს სურთ უკრაინის გამარჯვება, ქვეყანას უფრო მეტი დახმარება უნდა გაუწიონ და უფრო სწრაფად.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები უშუალოდ არ არიან ჩართულნი უკრაინის ომში და ამიტომ „სრულად არ ესმით“ იმის მნიშვნელობა, რაც ხდება.

ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროა ევროპა „გამოფხიზლდეს“ და გააცნობიეროს თუ რა საშიშ სამყაროში არსებობს.

მან, ასევე, მოუწოდა ევროპელებს, აიღონ პასუხისმგებლობა და გაზარდონ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები, რათა მზად იყვნენ „ნებისმიერი შემთხვევისთვის“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,076 ნახვა