GD Banner
პოლიტიკა

პრემიერი: მადლობა მინდა გადავუხადო „ლიბერთი ბანკს“, რომელმაც გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც პენსიონერებისთვის არსებულ საპროცენტო განაკვეთს რამდენიმე პროცენტით შეამცირებს

მოგეხსენებათ, გასული კვირის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს საქართველოს ეროვნული ბანკისა და ლიბერთი ბანკის ხელმძღვანელებთან პენსიონერებისთვის საპენსიო განაკვეთის შემცირების თაობაზე. მადლობა მინდა გადავუხადო ლიბერთი ბანკს, რომელმაც გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გვესმის, რომ ბანკს აქვს პირველ რიგში კომერციული ინტერესი, თუმცა ამასთან ერთად მან გამოავლინა ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არსებულ საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს რამდენიმე პროცენტით. მინდა ვთხოვო მთავრობის შესაბამის წევრებს, განაგრძონ მოლაპარაკებები, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს განახლებული პირობები ჩვენი პენსიონერებისთვის და საზოგადოებას მიეწოდოს დაზუსტებული ინფორმაცია ახალი საპროცენტო განაკვეთის შესახებ“, – აღნიშნა პრემიერმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,831 ნახვა