საზოგადოება

ყოფილ ძალოვანებს პენსია 1000 ლარამდე გაეზრდებათ

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს განიხილავენ, რომლის თანახმადაც, ყოფილი ძალოვნებისთვის პირველი მაისიდან პენსია უნდა გაიზარდოს.

კანონპროექტი, რომელსაც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე წარადგენს, ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, 2006 წლის შემდეგ პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560-ლარიანი ლიმიტის ნაცვლად იქნება 1 000 ლარი. ცვლილებები პირველი მაისიდან ამოქმედდება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,900 ნახვა