ხელოვნება და კულტურა

სიცილიაში, ბისკარის პრინცების ციხესიმაგრეში ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება

სიცილიაში, 23 მარტს, ბისკარის პრინცების ციხესიმაგრეში საერთაშორისო გამოფენა იმართება, რომელშიც მონაწილეობას ქართველი მხატვრებიც მიიღებენ. ინფორმაციას აკატეს რეგიონის კულტურის დეპარტამენტი ავრცელებს.

 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯუზეპე რაფო აცხადებს, რომ მოუთმენლად ელიან დელეგაციას საქართველოდან. მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიება საწინდარია ქვეყნებს შორის შემდგომი კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების. 

,, ბისკარის პრინცების ციხესიმაგრეში პირველად ვუმასპინძლებთ დელეგაციას საქართველოდან”-წერს ჯუზეპე რაფო.

ღონისძიების მხარდამჭერი და მხატვრული ხელმძღვანელია  Საერთაშორისო კულტურული ასოციაცია,, La Via dell’Arte “- ს პრეზიდენტი, კულტურის მაგისტრი რობერტო გუჩიონე, რომლის ნახატებიც გამოფენილია მსოფლიოს პრესტიჟულ მუზეუმებსა და დაწესებულებებში. 

ბისკარის პრინცების სასახლეში წარმოდგენილი იქნება ქართველი მხატვრების:  ეკატერინე ბერიაშვილის, Შორენა გოგიაშვილის, Ფრიდონ ბოლქვაძის(იჯარეთელი) ნუცა დუჩიძის, Სოფიკო ინასარიძის, ნინო ძამაშვილის, თეა დურმიშიძის, დალი ფრიდონაშვილის, ქეთევან კავილაძის, ირინე ძამაშვილის, მანანა მანდეკის, სოფი ეცადაშვილის, ლიზი ჩქარეულის, ხათუნა შარაშენიძის, ნინო ბალხამიშვილის, ნინა ვადაჭკორიას, ნიკოლო ბარამიას, ეკატერინე გოგინავას, ქეთევან მესხის, ნათია კანელის-დოლიძის, ლელა კობახიძის და თეონა ბეგდარაშვილის, ნამუშევრები. 

გამოფენის გახსნას დაესწრებიან სახელმწიფო მრჩეველი ჯუზეპე რაფო, ქალაქის მერი და სხვა ოფიციალური პირები. 

„ეს არის მეგობრობის საწინდარი, ქართული და იტალიური ხელოვნების კოლაბორაცია. Მოხარული ვარ ამ ნაბიჯებით, რომელიც ხელს უწყობს კულტურის განვითარებას“,-აცხადებს ჯუზეპე რაფო.

როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ნინა დარჩია ამბობს, ჩვენი ქვეყნის სახელის გაჟღერება  ასეთ პრესტიჟულ გამოფენაში კიდევ უფრო გააღრმავებს ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის. 

„Ჩემთვის საამაყოა ქართველ ხელოვანთა დელეგაციის ვიზიტი სიცილიის მიწაზე. Ჩვენ მათ გავაცნობთ ჩვენს ისტორიას, კულტურას და ხელოვნებას. ეს კი, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას“,-აცხადებს ნინა დარჩია. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,091 ნახვა